Lyrics

არ ჩერდებოდა ქართული ხმალი და ქართულ მიწას გარს ევლდებოდა ბრძოლის წინ შვილებს გულში იკრავდნენ ლოცვა დედების თავს ევლებოდა გენაცვლოს დედა, სამშობლო გიხმობს უკვე კაცი ხარ, ომში მიდიხარ ჩვენი ყოფა ხომ უფლის ნებაა ნახოს ქვეყანამ, რა გამიმზრდიხარ არ ქნას უფალმა, ფეხ არ დაგიცდეს არც უკან დასდგა ნაბიჯი ერთი მუდამ გახსოვდეს რისთვის გებრძვიან მუდამ გახსოვდეს, გიყურებს ღმერთი ოღონდ არ შერცხვე, ნუ მაჰკლავ დედას და ნუ ჩაუქრობ სინათლეს თვალთა მერჩივნოს ისევ გმირად გგლოვობდე და ზედ გეფაროს სამშობლოს კალთა ასე ლოცავდა ბრძოლის წინ დედა შეუსწორებდა მრუდედ მდგარ ხანჯალს აბა შენ იცი ჯვარი გეწერას მტრის ხმალ ეცვითოს მაგ შენს ხმალ-აბჯარს მტერიცა ხვდება თავის ნახუმრალს ღვთის მშობლის კალთა ზეცად გვახურავს ღვთის მშობლის კალთა ზეცად გვახურავს, ჩვენ მაინც ცდილობენ ცოდვის შვილები ყველა საუფლო კარის დახურვას ყველა საუფლო კარის დახურვას, ჰე ვერ დაგვაჩოქეს ქართული გენი რადგანაც მასში სულ ცოცხლობს წმინდა ღმერთო გვანახე ჩვენ საქართველო ის საქართველო მაშინ რაც ღირდა ის საქართველო მაშინ რაც ღირდა ისევ მზადა ვართ, ბრძოლა გვწადია რა გინდ მტერ დაგხვდეს, შემაზარები ისევ მზადა ვართ, ბოლო სუნთქვამდე თუ დარეკავენ ბრძოლის ზარები, ჰე მტერიცა ხვდება თავის ნახუმრალს ღვთის მშობლის კალთა ზეცად გვახურავს ღვთის მშობლის კალთა ზეცად გვახურავს, ჰე
Writer(s): ზურა ბენიაიძე Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out